მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად მიხეილ-გელა სალუაშვილი დარეგისტრირდა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2019 11:59
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად მიხეილ-გელა სალუაშვილი დარეგისტრირდა

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პირველი რეგისტრირებული კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ლიდერი მიხეილ-გელა სალუაშვილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გელა სალუაშვილი 22 მარტს დაარეგისტრირა. 25 მარტს კი – მაჟორიტარ კანდიდატად მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად სალუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მიხეილ-გელა სალუაშვილი წინა ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.



შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.
 

ტეგები