სპორტული კომენტატორი, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა, ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2019 20:01
სპორტული კომენტატორი, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა, ფეხბურთის თამაშის დროს  გარდაიცვალა

ბრაზილიაში გარდაიცვალა სპორტული კომენტატორი, ჟურნალისტი რაფაელ ენზელი, რომელიც მანამდე საზარელ ავიაკასტროფას გადაურჩა. ავიაკატასტროფაში მაშინ საფეხბურთო გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე სულ 77 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა 2016 წელს მოხდა და მთელი ბრაზილია შეძრა.

 

ფეხბურთელებან ერთად ბრაზილიელი ჟურნალისტი რაფაელ ენზელიც იმყოფებოდა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

 

2,5 წლის შემდეგ, 26 მარტს, ემზელმა მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა, რა დროსაც მან ინფარქტი მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.