ლატარიაში კაცმა ზედიზედ ორჯერ 16 მილიონი მოიგო
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2019 22:07
ლატარიაში კაცმა ზედიზედ ორჯერ 16 მილიონი მოიგო

ავსტრალიელმა მამაკაცმა ლატარიის გათამაშებაში, დიდი ოდენობით თანხა ზედიზედ ორჯერ მოიგო.

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელმა მამაკაცმა სამი ბილეთი, სამ სხვადასხვა ადგილას შეიძინა, საიდანაც ორი მათგანი იღბლიანი აღმოჩნდა და თითომ 16 მილიონი დოლარი მოაგებინა.

"როდესაც გამარჯვებულს დავუკავშირდით... მან გვითხრა, სულ დამავიწყდა, რომ ერთხელ კი არა ორჯერ მოვიგეო" - განაცხადა გათამაშების წარმომადგენელმა.

იღბლიანი მოთამაშის განცხადებით, უკვე 30 წელია ერთსა და იმავე რიცხვებს ათამაშებს. მთელი ამ დროის განმავლობაში მან ბილეთებზე 20 ათასი დოლარი დახარჯა. ამჟამად, ავსტრალიელი ფიქრობს, რაში უნდა დახარჯოს მოგებული თანხა.

"იქნებ სამსახურიდან წამოვიდე, მერე შეიძლება ახალი სახლი შევიძინო ან დასასვენებლად წავიდე. ზუსტად ვიცი, რომ მოგებულ თანხას ოჯახის წევრებს გავუნაწილებ" - განაცხადა გამარჯვებულმა.