ყაზახეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2019 23:24
ყაზახეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ყაზახეთის ცენტრალურ ნაწილში, კიზილორდინის რეგიონში ვერტმფრენი "მიგ-8" ჩამოვარდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. ბორტზე 13 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად არიან გარდაცვლილები, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

 

ტეგები