ევროპარლამენტმა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი აკრძალა
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2019 10:38
ევროპარლამენტმა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი აკრძალა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის კანონმდებლობაში მიიღო შესწორება, რომელიც ტერიტორიაზე ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის წარმოებასა და გაყიდვას კრძალავს. ევროკავშირში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის წარმოება ახლაც აკრძალულია, თუმცა კანონმდებლობა 2021 წლიდან სრულად ამოქმედდება. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

აკრძალვა შეეხება სუფრისთვის განკუთვნილ ჭურჭელსა და კოქტეილის ჯოხებსაც.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, აკრძალვა არ შეეხება იმ ნივთებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვს შემცვლელი.

მსოფლიოში გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი პლასტმასის ნივთებია. მსოფლიოს ოკეანეებში არსებული ნარჩენების დაახლოებით ნახევარი სწორედ ერთჯერადი ჭურჭელია.
 

ტეგები