გოგი წულაიამ მერიის წინ ღამის ქოთნები მიიტანა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2019 12:50

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას ღამის ქოთნები მიუტანა.
წულაია ამბობს, რომ ღამის ქოთნები ქუთაისის მერიას ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გამოუგზავნა. თუ რომელმა ორგანიზაციამ ამას გოგი წულაია არ აკონკრეტებს.

"ქალაქში ერთი ტუალეტი გახსნა უნდა შეგეძლოს მერს ქალაქის მართვაზე რომ გაქვს პრეტენზია. სხვათა შორის დამპირდნენ, რომ კალაძესაც გამოუგზავნიან და თბილისშიდაც მერიას მივუტან ასეთ ღამის ქოთნებს", - ამბობს გოგი წულაია.
წულაიას მერიის დაცვამ ქოთნების მერიაში შეტანის საშუალება არ მისცა.

ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი პერიოდულად ფუნქციონირებს. მათ შორის, ცეტრალურ ბულვარსა და ავტომშენებლის ქუჩაზე, თუმცა, უმეტესწილად ისინიც დაკეტილია. ჯავახიშვილის ქუჩასა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპირფარეშოებს კი არასდროს უმუშავია.

დაკეტილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა, რაც არაერთხელ გააპროტესტა ოპოზიციამ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ 2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.

საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრომლემის მოსაგვარებლად, ქუთაისის მერია აუქციონი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა. მერიის ეკონომიკის სამსახურში განმარტავენ, რომ ოთხივე საპირფარეშო ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს. მერიაში ირწმუნებიან, რომ საპირფარეშოების გასხვისება პრობლემას მოაგვარებს.

წყარო: kutaisipost.ge

ტეგები