2019 წელს საქართველოში 60 ახალი ბაღი აშენდება, რისთვისაც 60 მილიონი ლარი გამოიყოფა
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2019 16:57
2019 წელს საქართველოში 60 ახალი ბაღი აშენდება, რისთვისაც 60 მილიონი ლარი გამოიყოფა

მუნიციპალური განვითარების ფონდი მხოლოდ მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლად ჩვენ 60 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გამოვყოფთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მცირე ზომის საბავშვო ბაღებს, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ იქნება 50-ზე მეტი, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა, დიდ ბაღებთან მიმართებაში კი მთავრობა ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით ისარგებლებს.

"ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სკოლამდელი განათლება ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია. მე ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ჩვენს მოსახლეობასთან ყველა რეგიონში და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისინი სწორედ ბაღების სიმცირეს ასახელებენ. დარწმუნებული ვარ, ამ ინვესტიციების შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ, ამ პრობლემას ბოლომდე მოვაგვარებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზრდება ბიუჯეტი სკოლების უკაბელო ინტერნეტით აღჭურვის მიზნით.

‘’აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია და ჩვენ აუცილებლად გავზრდით დაფინანსებას ამ მიმართულებით, რათა საქართველოს ყველა სკოლაში იყოს უკაბელო და ხარისხიანი ინტერნეტი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტეგები