სოფიო ქაცარავა კანტის აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2019 17:11
სოფიო ქაცარავა კანტის აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა კანტის აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა.

სოფიო ქაცარავამ სტუმრებს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და მისი განხორციელების პროცესებზე ესაუბრა.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრისას, დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორიც არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მიმდინარე პროცესები. საუბარი შეეხო ასევე, ეკონომიკური მდგრადობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების მნიშვნელობაზე.

„ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ახალგაზრდებთან შეხვედრა, მათი აზრის მოსმენა და გაზიარება წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდების მხრიდან მუდმივად არის დაინტერესება ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ტეგები