29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2019 22:11
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მონოტონური საქმეები შეასრულეთ. ეცადეთ, არავინ დაგირღვიოთ შინაგანი ჰარმონია. კარგია რელაქსაცია, ნერვული სისტემის აღდგენა. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კურო
მოერიდეთ მკვეთრ ცვლილებებს. ურთიერთობებში მთავარი ადგილი მიანიჭეთ ერთგულებას, საერთო გეგმების განხორციელებას. თუ რამე არ მოგწონთ მეუღლეში სხვა დღეს შეცვლა.

ტყუპი
დღის განმავლობაში უამრავი საკითხის (ჯანმრთელობის, მშობლების, სამსახურის) მოგვარება მოგიწევთ. არ დაკარგოთ თვითკონტროლი, მოთოკეთ ემოციები.

კირჩხიბი
სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. ნუ ეცდებით, რაიმეს შეცვლას. მაგრამ ყურადღებას ნუ მოადუნებთ მნიშვნელოვან საკითხებზე. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საყვარელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ.

ლომი
დაზოგეთ ძალები, ნერვები. მოერიდეთ ნეგატივს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ
თავსა და ოჯახში ჰარმონიის შექმნას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
არ დაიწყოთ ახალი საქმეები და მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც არ გესიმპათიურებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ახლობლებზე. შეამცირეთ ხარჯი, დაზოგეთ ენერგია და დრო. კარგია ერთდღიანი დიეტის დაცვა.

მორიელი
მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ნუ ჩაიტოვებთ გულში წყენას, დელიკატურად გამოთქვით სათქმელი.

მშვილდოსანი
გაგიმძაფრდებათ ნათესავების, მშობლიური ადგილების მონახულების სურვილი. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში, სუფთა ჰაერზე.

თხის რქა
შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე. მიიღეთ სიამოვნება იმისგან, რაც ახლა გაქვთ. ზოგიერთს შარმს შესძენს ჩვეული მოკრძალება და ასკეტიზმი.

მერწყული
შეამცირეთ ხარჯი, საკვები. იყავით მეტად მობილიზებული შემოსავლის გაუმჯობესებაზე. გათავისუფლდით მორალურად და ფიზიკურად დაძველებული ნივთებისგან.

თევზები
ეკონომია და თავშეკავება გმართებთ. მშვიდ გარემოში გაატარეთ დღე. ჩვეული საქმეები შეასრულეთ. ზედმეტ პედანტიზმსა და კონსერვატიზმს არავინ ითხოვს თქვენგან.

ტეგები