ჩინეთში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2019 11:35
ჩინეთში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში არსებულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 21:35 საათზე მოხდა. ცეხის გარეთ მყოფი სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაბრიკის მფლობელი პოლიციამ დააკავა. გამოძიების წინასწარი შედეგების მიხედვით, ავარია რეზერვუარში გაზის დაგროვებამ გამოიწვია. გამოძიება გრძელდება.

ტეგები