აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში შეასწორა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2019 16:12
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში შეასწორა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ (INL) ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებული პუნქტი შეასწორა.

თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც 29 მარტს გამოქვეყნდა, ეწერა, რომ 2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა.

უკვე შესწორებულ ანგარიშში კი ვკითხულობთ: „2018 წლის ივლისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე შეზღუდვა არაკონსტიტუციურად სცნო“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის პირველ თავში აღნიშნულია, რომ საქართველო კავკასიაში ნარკოტიკების კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტზე მდებარეობს.

 

ტეგები