ზურაბ ჯაფარიძე უნივერსიტეტში არ შეუშვეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2019 18:43
ზურაბ ჯაფარიძე უნივერსიტეტში არ შეუშვეს (ვიდეო)

"ძალიან სასაცილოა ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირია, რაღაცნაირად ფიქრობენ რომ ახალგაზრდები უნდა დაიცვან პოლიტიკისგან თუ პოლიტიკოსებისგან არ ვიცი" - ასეთი შეფასება ზურა ჯაფარიძემ ბათუმის უნივერსიტეტის დაკეტილ კარებთან გააკეთა. საქმე ის გახლავთ, რომ სტუდენტებთან შესახვედრად აჭარაში ჩასულ გირჩების ლიდერს აუდიტორიაში კი არადა, უნივერსიტეტში შესვლის უფლებაც კი არ მისცეს:

"ბათუმში ვართ ჩამოსული და უნივერსიტეტში არ მიშვებენ, რომ ლექცია ჩავატაროთ და ახალგაზრდებს დაველაპარაკოთ. აქ ხალხი არის შეკრებილი და აუდიტორიას არ გვიღებენ, პოლიტიკოსების შემოსვლა არ შეიძლებაო. საბოლოო ჯამში რამეს მოვიფიქრებთ მაინც ჩავატარებთ ლექციას. ძალიან სასაცილოა ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირია, რაღაცნაირად ფიქრობენ რომ ახალგაზრდები უნდა დაიცვან პოლიტიკისგან თუ პოლიტიკოსებისგან არ ვიცი. სინამდვილეში უკუღმა გაიგეს ყველაფერი" - განმარტა პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

 

ტეგები