შსს-მ თბილისში მომხდარი ქურდობისა და ძარცვის 8 ფაქტი გახსნა
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2019 13:32
შსს-მ თბილისში მომხდარი ქურდობისა და ძარცვის 8 ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, თემქის დასახლებაში, გლდანულაში, გლდანში, მუხიანში მომხდარი ქურდობის და ძარცვის ფაქტები გახსნეს.

პოლიციამ 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჭ. ე.წ. „მუხიანის დაჩების“ დასახლებაში, მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, სამართალდამცველებმა გლდანში, სანზონასა და გლდანულის დასახლებაში მდებარე მაღაზიებიდან ფულის, სეიფის, სამშენებლო აპარატურისა და სიგარეტების ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს - მხილებულია და სისხლის  სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 4 პირი: 2003 წელს დაბადებული ლ.მ. 1974 წელს დაბადებული ზ.მ. 1998 წელს დაბადებული ლ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ.

ტეგები