თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2019 19:52
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ. ჯერ ორი ადამიანის პოვნა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულები.



 

ტეგები