იმერეთში ძლიერმა ქარმა 17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2019 20:24
იმერეთში ძლიერმა ქარმა 17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა

იმერეთის რეგიონში, ძლიერი ქარის გამო, 31 მარტის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 42 შეტყობინება. აქედან, ყველაზე მეტი, 13 გამოძახება დაფიქსირდა ქუთაისში.

საგანგებო სიტუაციაბის მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერმა ქარმა რეგიონში 17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა.

ხარაგაულში ტყეში ხის წაქცევის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი.

ტეგები