ვინ არის 26 წლის მამაკაცი, რომელიც ჭავჭავაძეზე გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 01 / 04 / 2019 11:55
ვინ არის 26 წლის მამაკაცი, რომელიც ჭავჭავაძეზე გარდაიცვალა

26 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მი­წის მა­სის ქვეშ მოჰ­ყვა და გარ­და­იც­ვა­ლა, და­ვით აბე­სა­ძეა. 

"ახალგაზრდააო, სულ რაღაც 26 წლის, რომელიც სულ მალე ოჯახის შექმნას აპირებდაო, ეს წუთია ჩემი ყოფილი მოსწავლე მწერს, ვაკეში მიწის ჩამოშლას რომ ემსხვერპლა დღეს იმ ბიჭზე....

სულ რაღაც 26 წლის დათო აბესაძე, მამა მაღაროელი იყოო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანეო და ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო, ძალიან უჭირდათო ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში, თბილისში სადაც, ყველგან თხრიან,..... სადაც ყველგან შეიძლება გათხარო :(( იქაც კი, სადაც მიწა შეიძლება ჩამოიშალოს და ერთი სიცოცხლე წაიღო და მეორეს ეძებენ.... ბიჭი ემსხვერპლა ამ განუკითხაობას, ბიჭი, რომელიც სულ მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით.

აი, რა ხდება სიკვდილის ქალაქში, დიახ სიკვდილის, ისეა გაცემული აქ სამშენებლო ნებართვები, რომ ყოველდღიურად მსგავსი უბედურება ხდება და როდის, როდის უნდა შეჩერდეს ეს სასაკლაო?!", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ლა­უ­რა აბ­რა­მია.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე 31 მარტს მოხ­და. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ნო­ბის 0 სარ­თულ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა დრო­საც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მიწა და ბე­ტო­ნის ნა­ზა­ვი ჩა­მო­ი­შა­ლა. შე­დე­გად და­ვით აბე­სა­ძე და 4ო წლის მამაკაცი დაიღუპნენ.