მთაწმინდის გამგეობის ორგანიზებით ფრენბურთში გოგონათა და ვაჟთა ტურნირი ჩატარდა
ამობეჭდვა · 01 / 04 / 2019 16:56
მთაწმინდის გამგეობის ორგანიზებით ფრენბურთში გოგონათა და ვაჟთა ტურნირი ჩატარდა

მთაწმინდის გამგეობის ორგანიზებით, რაიონის საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთში გოგონათა და ვაჟთა ტურნირი ჩატარდა.

„მთაწმინდის თასი 2019“-ის მოსაპოვებლად ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის საპრიზო ადგილები ოთხმა გუნდმა დაიკავა. პირველ ადგილზე, გოგონათა ნაკრებებს შორის, №51 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა, ვაჟების შეჯიბრში კი, პირველობა №58 საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილზე, გოგონათა შორის, ასევე №58 საჯარო სკოლა გავიდა, ვაჟებში კი მომდევნო საპრიზო ადგილი 42-ე საჯარო სკოლამ დაიკავა.

ტურნირში გამარჯვებულებს მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზები – სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგეს. პრიზიორებს საჩუქრად თასები და მედლებიც გადაეცათ. გამარჯვებული გუნდები თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ფრენბურთის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდება.