ერდოღანის პარტია არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 10:55
ერდოღანის პარტია არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ვე დაითვალა.

5 დიდი ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში არჩევნები ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეჯეფ თაიფ ერდორღანის პარტიამ 44.34% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" პარტიამ კი 30.12%.

ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში, ბოლო წუთამდე არავინ იცოდა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებდა, რადგან ოპოზიციური პარტიისა და მმართველი პარტიის კანდიდატებს შორის განსხვავება ძალიან მცირე იყო.

„სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წარმომადგენლები ხმების დათვლისას დარღვევებზე საუბრობენ და შედეგების გასაჩივრებას აპირებენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღიარა, რომ მისი პარტია რამდენიმე ქალაქში დამარცხდა. მისი თქმით, მომავალი არჩევნები 2023 წლის ზაფხულში ჩატარდება. ის ხალხს დაჰპირდა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებაზე იმუშავებს.

თურქეთში ადგილობრივ არჩევნებზე 57 მილიონ ამომრჩეველზე მეტი იყო რეგისტრირებული.

 

ტეგები