საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 12:56
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ამჯერად რაჭაში დაფიქსირდა.

3.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 11:30 საათზე ონთან მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3კმ-ში, სოფელ ნაკიეთში დაფიქსირდა.

1 აპრილს, ყვარელთან 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ტეგები