ანა ბაგრატიონი ოჯახში ძალადობის საქმეზე მთავარ სამმართველოში მივიდა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 14:48
ანა ბაგრატიონი ოჯახში ძალადობის საქმეზე მთავარ სამმართველოში მივიდა

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მთავარ სამმართველოში მივიდა. გავრცელებული ცნობით, მას ოჯახში ძალადობის საქმეზე გამოკითხავენ.

საქმე ეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების პერიოდში დავით ბაგრატიონი ცოლზე ძალადობდა.

როგორც ბაგრატიონის იურისტი ლევან გორელაშვილი აღნიშნავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან მეუღლეზე წარსულში ძალადობა არაერთხელ განხორციელებულა, თუმცა, მას სამართალდამცველებისთვის არც მაშინ და არც ახლა მიუმართავს.

მისივე განმარტებით, საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ყოფილი მეუღლისთვის მიყენებული დაზიანებებია აღწერილი.

წყარო: იმედინიუსი

ტეგები