გერმანიაში 75 წლის მოხუცს საქართველოს მოქალაქე თავს დაესხა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 15:55
გერმანიაში 75 წლის მოხუცს საქართველოს მოქალაქე თავს დაესხა

გერმანიაში, 75 წლის მამაკაცზე თავდასხმისა და ძარცვის ბრალდებით, საქართველოს 27 წლის მოქალაქე მამაკაცი გამვლელებმა დააკავეს.

თავდასხმის დროს, ხანში შესული მამაკაცი ძირს დაეცა და ჩანთის გადარჩენას ცდილობდა. მან მენჯის ძვალი დაიზიანა და ახლა საწოლს არის მიჯაჭვული.

თავდამსხმელმა შორს გაქცევა ვერ მოახერხა – თვითმხილველებმა იპოვეს, დააკავეს და პოლიციას გადასცეს. ის 27 წლის ქართველი აღმოჩნდა.


პრაიმტაიმი

ტეგები