„შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება“ - გიორგი ტატუნაშვილი
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 19:37
„შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება“ - გიორგი ტატუნაშვილი

შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება, - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილი აკეთებს.

„მნიშვნელოვანია, რომ არ ივიწყებენ ჩემს შვილს. გამოძიებამ რაც შეძლო, არ დაიშურეს ძალისხმევა და ორი პიროვნება მაინც დაადგინეს, ის ორი დამნაშავე, რომლებმაც დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა, ყველამ ვიცით, რომ გამოძიებას იქით მხარეზე ხელი არ მიუწვდება. იმედი მაქვს და შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება", - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

დღეს არჩილ ტატუნაშვილს 36 წელი შეუსრულდებოდა. ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 23 თებერვალს მოკლეს. ქართული მხარე მისი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ის „წითელი ჯვრის" ჩართულობით, ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

ტეგები