საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 20:58
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N 236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებას მხარი დაუჭირა.



დადგენილების პროექტის მიხედვით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წარდგენილი არიან თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე. სათადარიგო შემადგენლობაში კი სოფო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის შემადგენლობაში ზვიად კვაჭანტირაძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის, ხოლო ეკა ბესელიას - სოფო კილაძე ჩაანაცვლებს.



დაკომპლექტდა 10 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია და გადანაწილდა კვოტები, რასაც როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ასევე, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის პროტესტი მოჰყვა. დეპუტატებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ აღარ იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში. მათი განცხადებით, დამოუკიდებელი დეპუტატები მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციების კვოტების ხელახალი გადანაწილება პარლამენტში განვითარებულ პროცესებს, ახალ საპარლამენტო კონფიგურაციას, უმრავლესობისა და უმცირესობის შიგნით ცვლილებებს უკავშირდება.



„როგორც იცით, რამდენიმე ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აუცილებლობა გახდა იმისა, რომ დელეგაციების შემადგენლობებში ცვლილებები შევიდეს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაადგინა კვოტები, რის შედეგადაც ჩვენ განვიხილეთ შემადგენლობა. მუდმივმოქმედ დელეგაციებს ძალიან დიდი როლი აქვს საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელებაში. მათი ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვეცადეთ შემადგენლობებში დიდი ცვლილებები არ ასახულიყო“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



მისივე განმარტებით, დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აკრედიტაციას იანვარში გადიან. შესაბამისად, ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს უფლებამოსილება ექნებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება განახორციელონ, ხოლო დელეგაციის ახალი წევრები უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლის პირველი იანვრიდან შეძლებენ.



„დადგენილების მიხედვით, იმ ახალი წევრებს, რომლებიც დელეგაციებს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ დაემატნენ, უფლებამოსილება არ ექნებათ პირველ იანვრამდე PACE-ში მიიღონ მონაწილეობა. კვოტები არ შეცვლილა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ PACE-ს აქვს თავისი რეგლამენტი და რეგულაცია, ამ რეგულაციის მიხედვით და გათვალისწინებით, ასევე, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით უფლებამოსილი იქნება ის შემადგენლობა, რა შემადგენლობაც დადგენილების მიღებამდე არსებობდა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



დადგენილების მიხედვით, დელეგაციების შემადგენლობებში დეპუტატები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:



ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - სოფიო ქაცარავა (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიგი წერეთელი - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის“.

სათადარიგო შემადგენლობა - გიორგი ვოლსკი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ზურაბ ჭიაბერაშვილი -„ევროპული საქართველო -რეგიონები“.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, აკაკი ზოიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გუგული მაღრაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, მარიამ ჯაში - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირინე ფრუიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ქართული ოცნება“, ნინო გოგუაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, სალომე სამადაშვილი - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, ოთარ კახიძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო“; ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

სათადარიგო შემადგენლობა - ირაკლი კოვზანაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ოთარ დანელია - ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“, დიმიტრი ცქიტიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი ხატიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, სერგი კაპანაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომან კაკულია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ლევან კობერიძე-ფრაქცია „ქართული ოცნება“, არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირინე ფრუიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი მოსიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, დიმიტრი ცქიტიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, სალომე სამადაშვილი - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, სერგი კაპანაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“, ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.



სათადარიგო შემადგენლობა - აკაკი ზოიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გუგული მაღრაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, კობა კობალაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“, ირმა ინაშვილი - ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ- დემოკრატები“, ირაკლი აბესაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი კანდელაკი ფრაქცია „ევროპული საქართველო“.

სათადარიგო შემადგენლობაში შედიან - ირაკლი ბერაია -ფრაქცია „ქართული ოცნება“, ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირაკლი აბესაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

საპარლამენტთაშორისო კავშირის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი) ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი ვოლსკი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“, დავით ბაქრაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

სათადარიგო შემადგენლობა - დავით მათიკაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ნინო წილოსანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირაკლი მეზურნიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი ხატიძე -ფრაქცია „ქართული ოცნება“, სერგო რატიანი „ევროპული საქართველო“.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ოთარ დანელია (დელეგაციის ხელმძღვანელი) ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“, ზაზა გაბუნია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, კახაბერ ოქრიაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“, მირიან წიკლაური - „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“, რამაზ ნიკოლაიშვილი - პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

სათადარიგო შემადგენლობაში არიან - ვანო ზარდიაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ისკო დასენი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გელა სამხარაული - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ირაკლი ხახუბია - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შედიან - გიორგი მოსიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ზაზა პაპუაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“, გიორგი გაჩეჩილაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“, თენგიზ გუნავა - „ევროპული საქართველო - რეგიონები“, გიორგი ლომია - ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“.

სათადარიგო შემადგენლობაში შედიან - გია ბენაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, შალვა კიკნაველიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, გიორგი კოპაძე - - ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოსთვის“, შოთა შალელაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომან გოცირიძე - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ზაქარია ქუცნაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“, დიმიტრი ხუნდაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ადა მარშანია -„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“.

სათადარიგო შემადგენლობა - ენძელა მაჭავარიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ზვიად ძიძიგური - ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, გედევან ფოფხაძე პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის (APF) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა - ირაკლი აბუსერიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“, გიორგი კახიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, რუსლან პოღოსიანი - პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.



სათადარიგო შემადგენლობაში არიან - დავით სონღულაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, თინათინ ბოკუჩავა - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, მამუკა ჩიქოვანი - პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

ტეგები