მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2019 10:13
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. მათ ამის შესახებ ბანკის აქციონერებს ოფიციალურად აცნობეს.

ბანკის დამფუძნებელმა აქციონერებმა საბჭოს დატოვებაზე ოფიციალური განაცხადი 2 აპრილს წარადგინეს.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მიუხედავად, ხაზარაძე და ჯაფარიძე საკუთარ პოსტებს შეინარჩუნებენ „თიბისი ბანკის” მფლობელ კომპანიაში – TBC Bank Group PLC .

საბანკო ჰოლდინგის ცნობით, „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში ორი ახალი წევრის შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

„თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან დამფუძნებელი აქციონერების გაწვევა ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა და ბანკის აქციონერებს ვადა 13 აპრილამდე მისცა.

ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა „თიბისი ბანკის” შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

შეტყობინება უკვე გამოქვეყნდა ბანკისა და ლონდონის ბირჟის ვებგვერდებზე. განცხადებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაიკავებს „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადგილებს.

წყარო: 1tv.ge

ტეგები