შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2019 12:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძმები: 1969 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან არაერთხელ  განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი  ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა . პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული
ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციამ ერთ-ერთი  დაკავებულის ბინის ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული  საშუალება "სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი
ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე  მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ტეგები