დეპუტატები ჯარიმის ასაცილებლად რეგისტრაციის გავლას ჩქარობენ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2019 13:25

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა რეგისტრაცია ორჯერ გაიარეს. ახალი რეგლამენტის პირობებში, თუ დეპუტატები რეგისტრაციას 12:00 საათზე არ გაივლიან, მათ სხდომა გაცდენილად ჩაეთვლებათ, რამდენიმე გაცდენის შემთხვევაში კი, ფულადი სანქციები დაეკისრებათ.

ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, სხდომებზე სიარული იმ დეპუტატებმაც დაიწყეს, რომლებიც სხდომების გაცდენის რაოდენობით წლების განმავლობაში გამოირჩეოდნენ. იმის გამო, რომ დღეს რამდენიმე დეპუტატმა რეგისტრაცია ვერ მოასწრო, მაგრამ სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, რეგისტრაცია ხელმეორედ ჩატარდა. ამ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

„შვიდი კოლეგა დაჯარიმებას გადავარჩინეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი რეგლამენტით გამკაცრებულია სხდომებზე დასწრების საკითხი. კონსტიტუციით, სხდომების ხშირად გაცდენა დეპუტატის მანდატის დატოვების საფუძველიც გახდება.

წყარო: 1tv.ge

ტეგები