ბრუნეიში ერთნაირსქესიანთა სექსი ჩაქოლვით დასჯადი ხდება
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2019 15:56
 ბრუნეიში ერთნაირსქესიანთა სექსი ჩაქოლვით დასჯადი ხდება

3 აპრილიდან ბრუნეიში ერთნაირსქესიანთა სექსი ჩაქოლვით დაისჯება. შესაბამისი ცვლილება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში უკვე შევიდა. ამის შესახებ BBC-ზე დაყრდნობით "იმედინიუსი" წერს.

პირი მხოლოდ გასამართლდება, თუმცა არ ჩაიქოლება იმ შემთხვევაში, თუ არატრადიციულ კავშირს პირადად აღიარებს. ბრუნეის სულთანმა მოსახლეობას კანონის გამკაცრების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მან გაძლიერებული ისლამური სწავლების მნიშვნელობაზე საჯაროდ ილაპარაკა.

ერთნაირსქესიანთა სექსი ბრუნეიში აქამდე 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა.

ახალი კანონის თანახმად, ასევე, ქურდობისთვის ხელის ამპუტაცია დაწესდა.

ტეგები