„როგორც დედოფალს არ ასცდება პირველ ღამეს, ივანიშვილს ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა“ – გიორგი გუგავა
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2019 16:44
„როგორც დედოფალს არ ასცდება პირველ ღამეს, ივანიშვილს ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა“ – გიორგი გუგავა

ევროპარლამენტარების წერილს, რომელშიც ისინი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სთხოვენ, მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან დიალოგი დაიწყოს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ეხმაურება.

„აბსოლუტურად შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება გამომდინარე იქიდან, რომ ამას მხარს დაუჭირეს საპარლამენტო ოპოზიციაც და არსებობს სამი მეოთხედი ხმებისა, რომლითაც შესაძლებელია კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. რაც ბუნებრივია მას ძალაუფლებას დააკარგვინებს და ამ საფრთხის გამო თავს იკატუნებენ, მაგრამ როგორც სახალხო გამოთქმაა, “დედოფალს არ ასცდებაო პირველ ღამეს,” დაახლოებით ივანიშვილს ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

ტეგები