ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის კონსულტანტად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2019 16:59
ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის კონსულტანტად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა

ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის კონსულტანტად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა.

რეზო ჩარკვიანი პრემიერ-მინისტრმა დღეს ახალგაზრდებს ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა.

პრემიერის კონსულტანტი აღნიშნულ პოზიციაზე ახალგაზრდული ეკონომიკის, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით იმუშავებს.

„სამივე მიმართულების სტრატეგიებსა და კონკრეტულ პროექტებზე უშუალოდ მილენიალები იმუშავებენ, ეს არის ჩვენი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილი, გვინდა რომ, მათ თვითონვე შექმნან სტრატეგია და ის არ მოდიოდეს ჩვენგან, მთავრობისგან. არამედ ჩვენ მათ ასპარეზი მივცეთ და ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა რეზო ჩარკვიანმა.

რეზო ჩარკვიანმა 2000 წელს დაამთავრა ESM-თბილისი. 1999 წელს, რამდენიმე ჯგუფელთან ერთად დაარსა სარეკლამო სააგენტო „სარკე“, რომელშიც 2009 წლის ბოლომდე იყო დირექტორი და სენიორ კონსულტანტი. 2010-2013 წლებში რამდენიმე კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 2012 წლიდან დღემდე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექციებს კითხულობს ბიზნეს სკოლა ESM-ის ბაკალავრიატის სტუდენტებთან, მარკეტინგსა და სტრატეგიულ ბრენდინგში. არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „მილენიალ ჰაბის“ დირექტორი და სენიორ კონსულტანტი, ასევე ორი სტარტაპის დამფუძნებელი - „ჟუჟუნა ღვინო“ და „ჯონ ვრაპი“. ამავე დროს, რეზო ჩარკვიანი არის ახალი თაობის, მილენიალების, მენტორი და ქოუჩი მათ სტარტაპ საქმიანობასა და კარიერული ზრდის მიმართულებით.

ტეგები