სცენარს, თუ როგორ შედის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის სამმართველოში, ვერავინ ნახავს - ადვოკატი
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2019 13:06
სცენარს, თუ როგორ შედის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის სამმართველოში, ვერავინ ნახავს - ადვოკატი

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედამ იმ ბრალდებების შესახებ გაიგო, რასაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი აჟღერებს, გულის შეტევა მოუვიდა. ჩხეიძე ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით გაემგზავრა დავით-ბაგრატიონ მუხრანელი საქართველოდან.

ადვოკატის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაზიანებებია აღწერილი, გაყალბებულია.

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. როგორც ლევან ჩხეიძემ აღნიშნა, მან გამომძიებლებს შესთავაზა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სახლში ეწვიონ და კითხვებს იქ უპასუხებს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა.