ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2019 17:10
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 4 აპრილისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6903 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6904 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0001-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0212 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0256 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0044-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5391 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5454 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0063-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4769 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4781 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0012-ით გამყარდა.