"ესაა უიაფესი პოპულუზმი და რწმენის გაუფასურება" - დეკანოზი
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2019 17:28
"ესაა უიაფესი პოპულუზმი და რწმენის გაუფასურება" - დეკანოზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე პრემიერის ინიციატივას ეხმაურება, რომელის თანახმად, 12 მაისს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება.

"ეს ძალიან ცუდია! 

რაც უფრო მეტ ასეთ სახელებს დავირქმევთ და დავაკანონებთ, მით უფრო მწარედ მოვიხიბლებით და დავიჯერებთ, რომ ქრისტიანულად ვცხოვრობთ და რეალურად უფრო და უფრო დავშორდებით ნამდვილ ქრისტიანობას.

ესაა უიაფესი პოპულუზმი და რწმენის გაუფასურება. ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის მესვეურნი ვერ აცნობიერებენ, რამხელა ზიანს აყენებენ ამგვარი აქტებით ქრისტეს მოძღვრებას.

ღვთისმშობლის მიმართ წილხვდომილობის თუ გვწამს, ეს უნდა იყოს ყველაზე შინაგანი, დაფარული, პირადი და საიდუმლო რწმენა თითოეულ ჩვენთაგანში და ამას არ უნდა ჭირდებოდეს კალენდარში პროკლამირება. ვერაფერი ასწავლა ისტორიამ ზოგიერთებს", - წერს დეკანოზი.