ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირეს
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 11:59
ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებისთვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს დეპუტატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას აფხაზურ გამოცემაზე დაყრდნობით, on.ge ავრცელებს.

კანონი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, ხოლო საკანონმდებლო ნორმები 2020 წლიდან ამოქმედდება.

ტეგები