ბარსელონა ლიონელ მესის სამუდამო კონტრაქტს გაუფორმებს
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 14:27
ბარსელონა ლიონელ მესის სამუდამო კონტრაქტს გაუფორმებს

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტმა ჟუზეპ მარია ბარტომეუმ ი-ეს-პი-ენს (ESPN) ინტერვიუში გაუმხილა, რომ არგენტინელ ვასრკვლავ ლიონელ მესისთან სამუდამო კონტრაქტის გაფორმება სურს, იტყობინება ესპანური გამოცემა მარკა.

სამხრეთამერიკელს კატალონიურ გრანდთან მიმდინარე შეთანხმება 2021 წლის ივნისში ეწურება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ამ თარიღს არ დაელოდება და, დიდი ალბათობით, მას გუნდში კარიერის დასრულებამდე დატოვებს.

„გვსურს, რომ მას ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდეს და ფეხბურთის თამაშით დიდხანს მიიღოს სიამოვნება. ლიონელ მესი ბარსელონას საზღვრებს გასცდა. მას მთელი მსოფლიო აღმერთებს და ტაშს უკრავს“, – განაცხადა ბარტომეუმ.

2005 წლის შემდეგ, როდესაც მესიმ ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა, კლუბმა მასთან კონტრაქტი რვაჯერ გაახანგრძლივა და ბოლოს ეს 2017 წელს მოხდა.

წყარო: პირველი არხი

ტეგები