„თამარ მეფე უზურპატორია და უკანონოდ გამეფდა“ - მეფის ადვოკატი
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 14:58
„თამარ მეფე უზურპატორია და უკანონოდ გამეფდა“ - მეფის ადვოკატი

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის განცხადებით, თამარ მეფემ გამეფებით მეფის ანდერძი და კანონი დაარღვია:

„ახლა ვის ეკუთვნის ტახტი? ცხადია, უპირატესი ჩვენი მხარეა, მათ აქვთ თავისი არგუმენტები, ჩვენ — ჩვენი. მთავარი ხალხის გადაწყვეტილებაა, სურთ თუ არა მონარქიის აღდგენა. თუ ამ საკითხს გადაწყვეტენ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული წარსული. ისტორია კი ამბობს, რომ სამეფო ღირსება გადადიოდა მამიდან ვაჟზე, ანუ მამაკაცზე. ქალზე სამეფო ღირსება არ გადადიოდა. ეს გიორგი XII-ს ვაჟს, დავით გამგებელს თავის აღწერაშიც აქვს ნათქვამი. იქ ვკითხულოთ, რომ ქვრივებზე და პრინცესებზე სამეფო ღირსება არ გადადის. ანუ ყველა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კაცის მხარეს.

თამარ მეფის შემთხვევა, ეს არის ბევრად უფრო ძველი პერიოდი. მაგ შემთხვევაში დაირღვა მაშინ არსებული კანონი, ასევე დაირღვა მეფის ანდერძი. საუბარია დავით V-ს ანდერძეზე, რომლის თანახმადაც ტახტზე უნდა ასულიყო მისი შვილი დემნა. იქ მოხდა ტახტის უზურპაცია და მეფემ ფიზიკური ძალით განახორციელა სწორედ უზურპაცია და თავისი ქალიშვილი გამოაცხადა მემკვიდრედ. ვინც მას არ დაეთანხმა ან თვალები დათხარა, ან კოჭები დაუმტვრია. თამარი, როგორც ასეთი, იყო უზურპატორი, მან მოახდინა ხელისულების უზურპაცია“ - განაცხადა მეფის ადვოკატმა „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.
 

ტეგები