ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ნატოს შორის შავი ზღვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება, სტრატეგიული თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 16:32
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ნატოს შორის შავი ზღვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება, სტრატეგიული თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულების და ფორმატის ამუშავება, რამაც შეიძლება, უფრო მჭიდრო გახადოს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის და შავი ზღვის კუთხით ასეთი თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს მიერ .ე.წ შავი ზღვის პაკეტის დამტკიცებას.



ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ასრულებს ალიანსის მხრიდან დადგენილ ყველა მოთხოვნას და მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება მიღებული.



„ყველამ იცის, რომ საქართველო, მართლაც ყველანაირად არის მზად, ყველანაირი თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან და სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დადგენილია ნატოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ხშირად ამბობენ ხოლმე საუბრებში ჩვენი მეგობრები ნატოდან, რომ საქართველო არის იმაზე მეტად მზადაც, ვიდრე არაერთი ნატოს ქვეყანა, ალიანსში გაწევრიანებისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და იმედი გვაქვს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულების და ფორმატის ამუშავება, რამაც შეიძლება, უფრო მჭიდრო გახადოს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, შავი ზღვის კუთხით ასეთი თანამშრომლობის გაღრმავება არის განსაკუთრებით საინტერესო სტრატეგიული თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, რომ ესეც დამატებით წვლილს შეიტანს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ სხვადასხვა კუთხით ნატოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები