ვერიკო ანჯაფარიძის ქანდაკებისთვის თბილისის მერია 50 000 ლარს გადაიხდის
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 16:51
ვერიკო ანჯაფარიძის ქანდაკებისთვის თბილისის მერია 50 000 ლარს გადაიხდის

დედაქალაქის მერია საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

თითოეული კონკურსანტი სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში თავისუფალია. ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურის პროექტის განხორციელებისთვის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 50 000 ლარს. ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი.

კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ტეგები