საბერძნეთში პოლიციასა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 18:22
საბერძნეთში პოლიციასა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიცია მიგრანტებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ძალის გამოყენებით სცადეს მოხვედრა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ BBC წერს.

მიგრანტთა ბანაკში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც იძულებით გადაადგილებულმა პირებმა შეიტყვეს ინფორმაცია, თითქოს საბერძნეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვარი გაიხსნებოდა, რის შემდეგაც მათ ქვეყნის შეცვლის უფლებას მისცემდნენ.

2015-16 წლებში ევროპის საზღვრებს მიგრანტთა რეკორდული რაოდენობა თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიადგა.
 

ტეგები