გორში ავტომანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 20:33
გორში ავტომანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

გორში სოფელ მერეთში ოთხი წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა ადგილობრივია. ის ბაღიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ბიჭუნას დაეჯახა. გარდაცვლილის ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატარა საკუთარი ეზოდან გამოვიდა და გზაზე გადადიოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ტეგები