6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 23:00
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სიტუაციის გამო შეიძლება მოგიწიოთ აჩქარება და ნერვიულობა. სწრაფად უნდა იაზროვნოთ და ზოგ შემთხვევაში იმპროვიზაციასაც მიმართოთ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ გარშემო მყოფებს ინტერესები.

კურო
ცვლილებები გელით მეგობრულ და სასიყვარულო ურთიერთობაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. მანდილოსნებმა შეამსუბუქეთ თქვენი იმიჯი.

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება მიიღოთ ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. კრეატიული იდეების განხორციელების დღეა.

კირჩხიბი
სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. თქვენთვის უცხო სიტუაციაში ეცადეთ, პოზიტიურად იაზროვნოთ და ადეკვატურად შეაფასოთ მოვლენები.

ლომი
ცვლილებები გელით ოჯახში, ნათესაობაში. მეტი დრო დაუთმეთ პიროვნულ განვითარებას. განსაკუთრებით თუ პოლიტიკის, შემოქმედების ან სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელი ხართ.

ქალწული
ხელს ნუ შეუშლით მოვლენებს. ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ ვითარდება. ახალგაცნობილებთან ღიმილიანი იყავით. შეიძლება ახალი მეგობარი გამოგიჩნდეთ ან მფარველი.

სასწორი
იდეების განხორციელებისთვის თუ მზად ხართ, გადახედეთ დეტალებს და ამოქმედდით. მეტი მზრუნველობა, სულიერი სითბოს გამოვლენა გმართებთ საყვარელი
ადამიანის მიმართ.

მორიელი
პოზიტიური დღე გელით. მოვლენები თქვენს სასიკეთოდ ვითარდება. განვითარების, პროფესიული წარმატების დღე გელით. სურვილები ერთიანადა არა, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყებს ასრულებას.

მშვილდოსანი
მოიმატებს ავანტიურიზმისა და აზარტის დონე. პრიზის მისაღებად შეიძლება ნერვიულობამაც მოგიწიოთ. უსიამოვნო სიტუაციიდანაც კი ბედნიერი გამოხვალთ. საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზს ელოდეთ.

თხის რქა
სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულშიც გადაიზარდოს. ნუ გგონიათ, რომ რამე სურვილი უფასოდ აგისრულდებათ. ზოგიერთს კარდინალური ცვლილება ელის, ან ახალი თამაშის წესები უნდა მიიღოს.

მერწყული
ნუ დაწვრილმანდებით, როცა საქმე თქვენს ჯანმრთელობას, ოჯახის კეთილდღეობას, იდეების რეალიზებას ეხება. ზოგიერთი ძვირფას ნივთებს შეიძენს. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველებისდამი.

თევზები
მოიმატებთ თქვენი მომხიბვლელობა. კარგი დღეა ნიჭის გამოსავლენად. განსაკუთრებით, თუ მოდის, ხელოვნების სფეროში მოღვაწეობთ. მანდილოსნებმა განაახლეთ გარდერობი, შეძინეთ სამკაულები, ექსპერიმენტებიც დასაშვებია.

ტეგები