ახალგაზრდა ქალი ტაქსის მძღოლს გაუპატიურებასა და ცემაში ადანაშაულებს
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 23:41
ახალგაზრდა ქალი ტაქსის მძღოლს გაუპატიურებასა და ცემაში ადანაშაულებს

25 წლის ქალი ტაქსის მძღოლს სექსუალურ ძალადობაში, ცემასა და პირადი ნივთების წართმევაში ადანაშაულებს. ქალი ყვება, რომ მისი არაფხიზელი მდგომარეობით ტაქსის მძღოლმა ისარგებლა და ავტომობილში ჩაჯდომისთანავე, ქალის ნების წინააღმდეგ მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გაუპატიურების შემდეგ კი ბრალდებული ტაქსის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც პირადი ნივთები წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაზარებულის თქმით, თავში მიყენებული მძიმე დაზიანებების მიუხედავად, მან მოახერხა, რომ ახლოს მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორებისთვის დახმარება ეთხოვა და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ქალი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა.

37 წლის დავით ცაკაშვილი ამტკიცებს, რომ დაზარალებულის გამოგონილი ისტორიის მსხვერპლია. სამართალდამცველებს მან მომხდარის განსხვავებული ვერსია უამბო. მძღოლი ამტკიცებს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მგზავრმა რამდენიმე ცდის მიუხედავად, დანიშნულების ადგილს ვერ მიაგნო. ცაკაშვილის მტკიცებით, ქალმა მოფერება დაუწყო. ამის შემდეგ კი უცებ აგრესიული გახდა და ისევ გიორგიწმინდაში დაბრუნება მოითხოვა, რა დროსაც ტაქსის მძღოლსა და ქალს შორის შეკამათება მოხდა. კამათის დროს მან ქალს პირადი ნივთები დაუბრუნა და ტერიტორია დატოვა. მამაკაცის თქმით, სახლში მისულმა მანქანაში მობილური ტელეფონი ნახა, რომლის შესახებაც პოლიციას არ აცნობა და პირადი მოხმარებისთვის დაიტოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცაკაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

წყარო: რუსთავი 2

ტეგები