ტრამპი: ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო - თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 10:19
ტრამპი: ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო - თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ

ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, პოტენციურმა მიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთს ეწვია.

„თავშესაფრის მაძიებლები თუ არალეგალური მიგრანტები იქნებიან, ვერ მივიღებთ ვერავის. ჩვენი ქვეყანა გაივსო. მაპატიეთ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ასეა ეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამხრეთ საზღვარზე საგანგებო სიტუაციაა, რის გამოც მას საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოუწია.

შეგახსენებთ, 29 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რომ მექსიკასთან საზღვარს დახურავს, თუკი მექსიკა არ შეაჩერებს აშშ-ში უკანონო მიგრაციის ნაკადებს.

წყარო: interpressnews.ge

ტეგები