სტამბოლის ათათურქის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 14:11
სტამბოლის ათათურქის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა. აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი დღეს ავიაკომპანია Turkish airlines-ის თვითმფრინავმა შეასრულა.

ამიერიდან ავიარეისები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა, თუმცა მისი მშენებლობა საბოლოოდ 2023 წელს დასრულდება. 

მშენებლობის დასრულების შემდეგ, სტამბოლის ახალი აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე დიდი გახდება. ის ყოველწლიურად 200 მილიონ მგზავრს მოემსახურება და ყოველდღიურად 2 ათასი თვითმფრინავი 350-ზე მეტი მიმართულებით იფრენს.

ტეგები