მაშველებმა ახალგაზრდა კაცი და ძაღლი გადაარჩინეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 15:58
მაშველებმა ახალგაზრდა კაცი და ძაღლი გადაარჩინეს (ვიდეო)

ხელვაჩაურში, სოფელი თხილნარში მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 32 წლის მამაკაცი და ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყლის დონის მომატების შედეგად, მამაკაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ტეგები