საპატრიარქო - გიორგი დანელიას ფილმებში ვხედავთ და ვგრძნობთ, ქართულ სულს, ქართულ ხასიათს თითქმის ყველგან ავლენს
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 17:42
საპატრიარქო - გიორგი დანელიას ფილმებში ვხედავთ და ვგრძნობთ, ქართულ სულს, ქართულ ხასიათს თითქმის ყველგან ავლენს

საქართველოს საპატრიარქო კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალებას ოფიციალური განცხადებით ეხმიანება.

„ბატონმა გიორგი დანელიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი დროის ხელოვნების ისტორიაში. მართალია, მან მთელი ცხოვრება რუსეთში გაატარა და თავისი ნაღვაწი ამ ქვეყანაში შექმნა, მაგრამ სამშობლოს განცდა მას მუდამ თან სდევდა.

ის ურთიერთობები, ის ატმოსფერო, რასაც მის ფილმებში ვხედავთ და ვგრძნობთ, ქართულ სულს, ქართულ ხასიათს თითქმის ყველგან ავლენს. ამიტომ, ითვლება ის რუს და ქართველ კინორეჟისორად. უფრო მეტიც, მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ქვეყნის, ყველა ეროვნების წარმომადგენელი თავისთვის ახლობელ გარემოს ნახულობს, რაც სიკეთისა და სიყვარულის, ერთგულების და ამასთან, ადამიანური სისუსტეების სევდანარევი ღიმილით წარმოაჩენს ხელოვანს, რაც მას თავისთავად მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳-ს ფოტო.

ტეგები