ლეიკემიით დაავადებულ 21 წლის ფოტოგრაფს დახმარება სჭირდება
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 19:10
ლეიკემიით დაავადებულ 21 წლის ფოტოგრაფს დახმარება სჭირდება

11 ილუზიონისტი ახალგაზრდა ფოტოგრაფის, გიორგი კალიაევის მხარდასაჭერად, გაერთიანდა. 21 წლის ბიჭის მეგობრებმა გადაწყვიტეს, მასშტაბური შოუ გამართონ და მას ღონისძიებიდან მიღებული თანხით დაეხმარონ. გიორგი კალიაევი ლეიკემიას ებრძვის და ახლა თურქეთში, სატრანსპლანტაციო განყოფილებაში წევს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ Facebook-ის საკუთარ
გვერდზე დაწერა.

„დაიწყო საბოლოო და გადამწყვეტი გზის გავლა. ვიფიქრე, ყოველ დღე პატარა დღიურივით პატარა რაღაცები დავწერო ხოლმე, ისე, - თუ რამეა ახალი ან უბრალოდ, ინფორმაციისა და გართობის მიზნით. ან იქნებ, ლაივის ჩართვაზეც ვიფიქრო… თუმცა, დიდად არ ვიცი არც მომავალი ხასიათები, არც - მოვლენები… ვნახოთ, რა იქნება.

სულ მინდა, ყველას მადლობა ვუხადო და სიტყვები არ მყოფნის და არ ვიცი, როგორ მოვიქცე ხოლმე. ისეთები ხართ, ჩემთვის რთულია ამდენი რაღაცის გამოხატვა იცოდეთ რომ ყველა მიყვარხართ და მეამაყებით“ - წერს გიორგი კალიაევი.

ახალგაზრდა ფოტოგრაფის მეგობრებმა კამპანია „ გადამარჩინეთ მეგობრის გადარჩენით“ წამოიწყეს. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა საქველმოქმედო ღონისძიებაც. ილუზიონისტების შოუ არტჰოლის საკონცერტო დარბაზში 12 აპრილს, 19:30 საათზე დაიწყება. მაყურებელს მაგიურ შოუს სერგი დოლიძე, ლაშა გელაშვილი, ავთანდილ გოგეშვილი, ავთო ციცქიშვილი, ირაკლი გრიზლი, ლევან ქორქია, ლევან გრიგოლია, რეზი ბაკოევი, გიორგი ბუბაშვილი, გიორგი ჩიქობავა და თემო სიხარულიძე შესთავაზებენ.

საქველმოქმედო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა Biletebi.ge-ზე (https://biletebi.ge/magicshow/iluzionistebis-shou-sitsotskhlis-gadasarchenad-magic- show?fbclid=IwAR0H52QAN-G9fcZIC27sLDrke_H9jrSKibpCHS3ewaYBtmUFp5HdE29UWeg) შეუძლიათ.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე: თბილისი - ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი); კანდელაკის #3 UniPAY; ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY; წერეთლის #77ა UniPAY; მეტრო ნაძალადევთან UniPAY; ბათუმი - მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი); 26 მაისის #25 UniPAY; გორი - სტალინის #10 UniPAY; რუსთავი - მეგობრობის #2 UniPAY; ქუთაისი - ჭავჭავაძის #37 UniPAY; ქობულეთი - აღმაშენებლის #264 UniPAY; ზუგდიდი - გამსახურდიას #8 UniPAY.

გიორგის დასახმარებლად ანგარიში სამ სხვადასხვა ბანკშიცაა გახსნილი: საქართველოს ბანკი GE44BG0000000607618300; თიბისი ბანკი: GE17TB7712145061100086; ლიბერთი ბანკი: GE54LB0111142322316000 (მიმღები – მაკა ვარინა). ასევე, ნებისმიერი ოპერატორიდან ნომერზე 0901700483 დარეკვისას, 1 ლარი გიორგის დასახმარებლად შექმნილ ფონდში
გადაირიცხება.

ტეგები