ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ეკიპაჟის წევრები დახმარებას ითხოვენ
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2019 10:30
ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ეკიპაჟის წევრები დახმარებას ითხოვენ

ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ამჟამად ქალაქ მისურატაში იმყოფებიან, სამშობლოსგან დახმარებას ელოდებიან. როგორც თავად აცხადებენ, ეკიპაჟის 19 წევრი საქართველოში დაბრუნებას უკვე მესამე თვეა ითხოვს.

მეზღვაურები ამბობენ, რომ ლიბიაში დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო რჩებიან, რომელიც, მათი თქმით, გაჭიანურდა. სამართალდამცველებმა ისინი რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა ქვეყნის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მეზღვაურების საცხოვრებელი პირობები ლიბიაში ნორმალურია, დავით რაზმაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კი, ამ დრომდე მიმდინარეობს მოწმეებისა და ეჭვმიტანილთა გამოკითხვა.

დავით რაზმაძე ლიბიაში 21 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი.

ტეგები