ბათუმის სასაფლაოზე საფლავები გაძარცვეს
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2019 12:12
ბათუმის სასაფლაოზე საფლავები გაძარცვეს

ბათუმში შვიდი საფლავიდან ბრინჯაოსა და სპილენძის ბარელიეფები მოიპარეს. მოსახლეობა მკაცრ რეაგირებასა და ღამის დარაჯის დანიშვნას ითხოვს.

მათი თქმით, ბოლო ოთხი დღეა, სასაფლაოებს ქურდავენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულისთვის უპატივცემულობას გულისხმობს და 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები