ზუგდიდის მერობის კანდიდატად ზვიად სიჭინავაც დარეგისტრირდა
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2019 13:44
ზუგდიდის მერობის კანდიდატად ზვიად სიჭინავაც დარეგისტრირდა

ზვიად სიჭინავა ზუგდიდის #67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში,საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საოლქო საარჩევნო კომისიაში სიჭინავას წარმომადგენელმა გია ტუღუშმა განუცხადა.

„მოვაგროვეთ 1800 ხელმოწერა, შეგვაქვს საოლქოში და ვრეგისტრირდებით“- თქვა მან.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის მაისსში გაიმართება. ზვიად სიჭინავა მერობის მსურველ დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის ერთ-ერთია. დარეგისტრირებამდე ის აცხადებდა, რომ მზად იყო ნებისმიერი პარტიისგან მიეღო შეთავაზება, თუმცა როგორც სიჭინავამ განაცხადა, არც მმართველი პარტიიდან და არც ოპოზიციიდან მსგავსი წინადადება არავის შეუთავაზებია და ამიტომაც გადაწყვიტა კენჭი ეყარა დამოუკიდებლ კანდიდატად.

ის ერთხელ უკვე იყო მერობის კანდიდატი ზუგდიდში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის დროს.

 

ტეგები