ბიონსე Adidas-ის კრეატიული პარტნიორი გახდა
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2019 18:07
ბიონსე Adidas-ის კრეატიული პარტნიორი გახდა

ამერიკელი მომღერალი ბიონსე სპორტული ბრენდის, Adidas-ის კრეატიული პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, მომღერალი სპეციალურად კომპანიისთვს, ახალ კოლექციას შექმნის. გარდა ამისა, ხელახლა ჩაუშვებს წარმოებაში სამოსის საკუთარ ხაზს Ivy Park.

"ეს თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. Adidas-მა გაარღვია შემოქმედებითი საზღვრები. მე ვიზიარებ ფილოსოფიას, რომ ბიზნესში მთავარია კრეატიულობა, განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ბიონსემ უცხოურ მედიასთან საუბრისას.

ბიონსეს ბრენდის Ivy Park - ის დებიუტი 2016 წელს “TOPSHOP”- ის დახმარებით შედგა, თუმცა მფლობელის ირგვლივ აგორებული სკანდალების შემდეგ ბიონსემ გაწყვიტა მათთან ურთიერთობა.

ტეგები